17 აპრ 2021
აჭარაში საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.
მახოს საჯარო სკოლის ტერიტორიაზე დამატებითი კორპუსი შენდება, რომელშიც სპორტული და სააქტო დარბაზები განთავსდება. მოეწყობა საშხაპეები და გასახდელები, მიმდინარეობს გეგელიძეების სკოლის რეაბილიტაციაც. წელს აჭარაში სულ 9 სკოლა და 4 სპორტ დარბაზი აშენდება.