ე.წ. რიტუალური მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ხუთივე პირს პატიმრობა შეეფარდა

05 ნოე 2016

დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ ხუთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მოსამართლემ ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა. ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი ნიკა სადრაძე გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს, რადგან ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი მხოლოდ დანაშაულის შეუტყობინებლობაშია ბრალდებული. შემდეგი სასამართლო პროცესი 8 დეკემბერს გაიმართება.