კოლხური ბზა გადაშენების პირას

19 აპრ 2021

უნიკალური მცენარე ბზა გადაშენების პირასაა, ის მასობრივად ხმება. პრობლემა მცენარის უკანონოდ მოპოვების გარდა, მავნებლებია, რომელიც ბზას  ფესვებში უჩნდება და გამრავლების საშუალებას არ აძლევს.

აჭარის 4-ვე მუნიციპალიტეტში კოლხური ბზა სრულად განადგურებულია.

მარადმწვანე მცენარის მოჭრაზე ან დაზიანებაზე  კონტროლი მკაცრდება. ჯარიმა 500-დან 1000 ლარამდეა.