მერკელი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთებულია

20 აპრ 2021

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი შეშფოთებას გამოთქვამს  ალექსეი ნავალნის ჯანმრთელობის მდგომარეობით. „გერმანიის მთავრობა, სხვებთან ერთად, ითხოვს, რომ ალექსეი ნავალნიმ სათანადო სამედიცინო მკურნალობა მიიღოს“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის საზღვართან რუსეთის შეიარაღებული ძალების აქტიურობა საგანგაშოდ დაძაბულ სიტუაციას ჰქმნის.