პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა

20 აპრ 2021

54 წლის ასაკში,  პოეტი ზურაბ რთველიაშვილი გარდაიცვალა. იგი ცნობილია თავისი პერფორმანსებით და ლექსებით: სამი წლის წინ  მისმა პოეტურმა კრებულმა „პოეზიის დიქტატურა“ პრემია „საბა“ მიიღო. ზურაბ რთველიაშვილი დაიბადა ქალაქ ყარაგანდაში, ყაზახეთში.

1990-იან წლებში გამოდიოდა პოეტური პერფორმანსებით დავით ჩიხლაძესთან, შოთა იათაშვილსა და სხვებთან ერთად.

2010 წელს შვედეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, საიდანაც გასულ წელს დაბრუნდა საქართველოში.