საკოორდინაციო საბჭოს ახალი შეზღუდვების შესახებ დღეს გადაწყვეტილება არ მიუღია

21 აპრ 2021

ეპიდემიოლოგები ინფიცირების რიცხვის ზრდასთან დაკავშირებით ახალ შეზღუდვებს  არ აანონსებენ, თუმცა რეგულაციების კონტროლს ამკაცრებენ. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მესამე ტალღის პიკი უკვე იწყება და მაისის პირველი 2 კვირა იქნება რთული.

ეპიდემიური კუთხით სააღდგომო დღესასწაულები გამოწვევად მიაჩნიათ ეპიდემიოლოგებს, ამიტომ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ხალხმრავალი შეკრებებისგან თავი შეიკავონ.

ისაუბრეს ბრიტანული შემთხვევების რიცხვის მკვეთრ ზრდაზე.