06 ნოე 2016, 20:00
0,,საქართველო ვიზალიბერალიზაციაზე დასტურს ევროპარლამენტისგან წლის ბოლომდე მიიღებს” - ეს სიტყვები იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრს ეკუთვნის. პაოლო ჯენტილონის ინფორმაციით, ასეთი პასუხი მან ევროპარლამენტარებისგან მიიღო. იტალია კი მისივე თქმით, მხარს უჭერს საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას.