საკონსტიტუციო სასამართლომ დეპუტატობის მანდატის არშეწყვეტის სარჩელზე მსჯელობა დაიწყო

22 აპრ 2021

საკონსტიტუციო სასამართლო ონლაინ რეჟიმში ოპოზიციონერი დეპუტატების - ზურაბ ჯაფარიძის, ელენე ხოშტარიასა და თამარ კორძაიას სარჩელს განიხილავს. სასამართლო მსჯელობს სამი დეპუტატისთვის პარლამენტის მიერ სადეპუტატო უფლებამოსილების არ შეწყვეტის თაობაზე. საკითხს განიხილავს პლენუმი ცხრა მოსამართლის შემადგენლობით.