22 აპრ 2021
ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 30 მილიონი ამერიკული დოლარი გაყიდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ცენტრალური ბანკის ცნობით, საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 3.44 შეადგინა. წელს ეს ეროვნული ბანკის მხრიდან რიგით მე-7 ინტერვენციაა.