ფასიანი ავტოსადგომები ბათუმში

22 აპრ 2021

ბათუმში მალე ახალი საპარკინგე სივრცეები გაჩნდება. 6 სხვადასხვა ადგილზე ავტომობილის გასაჩერებლად ყოველ საათში 1 ლარს გადაიხდით.

ახალი საპარკინგე ზომები ჯერ საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, გადაწყვეტილებას კი იმით ასაბუთებენ, რომ სისტემა  ქალაქის სტრატეგიული განვითარების გეგმის ნაწილია და  პარკინგის პრობლემას შეამსუბუქებს.