ქობულეთში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

24 აპრ 2021

ქობულეთში, ცენტრალური ბაზრის ტერიტორიაზე მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შსს ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ არ დაშავებულა.

''მიცუბიშის'' მარკის ავტომობილში ცეცხლი შიდა მოწყობილობას გაუჩნდა. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და საპატრულო პოლიცია.

ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავისუფლების ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტილი იყო.