ქობულეთში კორონავირუსის გამო 3 სკოლა და 2 ბაღი დროებით დაიხურა

26 აპრ 2021

კორონავირუსის შემთხვევების გამო, სოფელ ნაკაიძეების, ლეღვას N1 და სოფელ საჩინოს საჯარო სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

სამივე სასწავლო დაწესებულებაში ვირუსი მასწავლებლებს და მოსწავლეებს დაუფიქსირდათ. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, სკოლები 2 კვირით დაიხურა.

რაც შეეხება სააღმზრდელო დაწესებულებებს, დღეს, დილიდან აღსაზრდელების მიღება დროებით შეწყვიტა სოფელ ხუცუბნის და #5 საბავშვო ბაღმა.

გეგმიური ტესტირების შედეგად, მე-5 ბაღში კორონავირუსი 2 თანამშრომელს დაუდასტურდა, ორი პედაგოგია ინფიცირებული ხუცუბნის საბავშვო ბაღშიც.

ქობულეთში კორონავირუსის გამო ამ ეტაპზე 8 სკოლაა დახურული.