მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს

28 აპრ 2021

მსოფლიოში ზედიზედ მეცხრე კვირაა კორონავირუსის ახალი შემთხვევების რაოდენობა მატულობს- ასეთია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემები.  ორგანიზაციის ყოველკვირეულ ანგარიშში  აღნიშნულია, რომ მსოფლიოში, გასული კვირის განმავლობაში, კოვიდ 19-ით ინფიცირების 5 მილიონ  700 ათასამდე ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 8%-ით მეტია. შემთხვევების 38%-ი ინდოეთზე მოდის. რაც შეეხება ფატალურ შემთხვევებს, ჯანმო-ს მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მეექვსე კვირაა კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობა მატულობს.