ბრუცელოზა ქობულეთში

29 აპრ 2021

ქობულეთში ბრუცელოზის შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადება თავდაპირველად ერთ-ერთი ფერმერის შინაურ პირუტყვს დაუდგინდა. დაინფიცირდა  2 ცხვარი და 6 თხა, რის შემდეგადაც ფაქტის შესახებ ინფორმირებულია სურსათის ეროვნული სააგენტო. მათ აიღეს შემდგომი ლაბორატორიული გამოკვლევის მიზნით სისხლის სინჯები.

პრევენციის მიზნით, დასახლებაში პროფილაქტიკური ვაქცინაცია ჩაუტარდება დაავადების ამთვისებელ ცხოველებს.