საქსტატი ეკონომიკურ ზრდაზე

29 აპრ 2021

2021 წლის მარტში, წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის  ზრდამ 4 პროცენტი შეადგინა, ხოლო კლებამ  4.2  პროცენტი - ინფორმაციას საქსტატის ეროვნული სამსახური აქვეყნებს. უწყების განმარტებით, ზრდა  საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობაში დაფიქსირდა.

ასევე გაზრდილია ვაჭრობის,  მრეწველობის  და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებში ბრუნვის მაჩვენებელი.

კლება კი დაფიქსირდა მშენებლობის, სამთო-მოპოვებითი მრეწველობის, ხელოვნების, გართობისა და დასვენების სექტორებში.