ირანის ქიმიურ ქარხანაში აფეთქება მოხდა

02 მაი 2021

ირანის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ ყუმის ინდუსტრიულ ზონაში მდებარე ერთ-ერთ სპირტის მწარმოებელ ქიმიურ საწარმოში ხანძარი გაჩნდა, რომელმაც რამდენიმე აფეთქება გამოიწვია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ორი მეხანძრე დაშავდა. ტერიტორიაზე მობილიზებული იყო 100-ზე  მეტი მეხანძრე და 20 ერთეული სპეციალური ტექნიკა. ინციდენტთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. მომხდარი მიზეზები ჯერ უცნობია.