ისრაელში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ

02 მაი 2021

ისრაელში დღეს ეროვნული გლოვის დღეა. ქვეყანაში მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულებს გლოვობენ. გლოვის დღესთან დაკავშირებით დაშვებულია დროშები.მერონის მთაზე ლა ბა-ომერის ფესტივალზე ტრიბუნის ჩანგრევისა და ჭყლეტის შედეგად, ბოლო მონაცემებით, 45 ადამიანი დაიღუპა. ფესტივალს 100 000-მდე ადამიანი ესწრებოდა.