რესტორატორთა ასოციაცია ასაცრელად მზად არის

04 მაი 2021

რესტორნების წარმომადგენლები მთავრობის ინიციატივას მიესალმებიან და ამბობენ, რომ ვაქცინაციის პროცესებში აქტიურად ჩაერთვებიან. მათი თქმით, კარგი იქნება, თუ აცრის შემთხვევაში რესტორნებს ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვებიც მოეხსნებათ, რაც ტურიზმს და ზოგადად ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.