თურქეთი და ეგვიპტე 8 წლიანი პაუზის შემდეგ ურთიერთობებს ალაგებენ

05 მაი 2021

რვაწლიანი პაუზის შემდეგ  თურქეთსა და ეგვიპტეს შორის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების დონეზე პირველი პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება.  თურქეთის საგარეო უწყების განცხადებით,  მხარეები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებაზე იმსჯელებენ.  შეხვედრა დღეს და ხვალ გაიმართება.