ბაიდნი პუტინს შესაძლოა ივნისში შეხვდეს

05 მაი 2021

აშშ-ის პრეზიდენტი რუს კოლეგას შესაძლოა  ივნისში ევროპაში დაგეგმილი ვიზიტის დროს შეხვდეს. ვიმედოვნებ და ველოდები ამას. ჩვენ ამ საკითხზე ვმუშაობთ - განუცხადა ბაიდენმა ჟურნალისტს, რომელსაც პუტინთან დაკავშირებით პრეზიდენტის გეგმები აინტერესებდა. 

აპრილის ბოლოს ვლადიმერ პუტინის თანაშემწემ განაცხადა, რომ აშშ-სა და რუსეთის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა შესაძლოა ივნისში გაიმართოს.

ბოლო სატელეფონო საუბრის დროს ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს მესამე ქვეყანაში ორმხრივი შეხვედრის გამართვა შესთავაზა.