ისრაელის ახალი მთავრობის ფორმირება ოპოზიციონერ პოლიტიკოსს დაავალეს

06 მაი 2021

ისრაელის პრეზიდენტმა ქვეყნის მთავრობის ფორმირება პარტია "ეშ ატიდის“ ლიდერს    დაავალა. ამ პარტიამ 23 მარტის არჩევნებში მეორე ადგილი დაიკავა. ლაპიდს ახალი კოალიციის შესაქმნელად 28-დღიანი ვადა აქვს. მთავრობა მან 2 ივნისისთვის უნდა წარმოადგინოს.  ისრაელის პრემიერ-მინისტრისა და პარტია "ლიკუდის" ლიდერისთვის, ბენიამინ ნეთანიაჰუსთვის ახალი კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მიცემული 28-დღიანი ვადა 5 მაისს ამოიწურა. თუ ლაპიდი მომავალი 28 დღის განმავლობაში სამთავრობო კოალიციის შექმნას ვერ შეძლებს, გამოცხადდება ხელახალი არჩევნები, რომელიც ისრაელში მეხუთე გახდება ორნახევარი წლის განმავლობაში.