ჩინური რაკეტის ნამსხვრევები, შესაძლოა, იტალიის 9 რეგიონიდან რომელიმეში ჩამოვარდეს

08 მაი 2021

იტალიური მედიის ინფორმაციით, ჩინური რაკეტის Long March b5-ის ნამსხვრევები შესაძლოა იტალიაში ჩამოვარდეს. საუბარია ქვეყნის 9 რეგიონიდან რომელიმეზე -  უმბრია, ლაციო, აბრუცო, მოლიზე, კამპანია, ბაზილიკატა, აპულია, კალაბრია, სიცილია და სარდინია. გავრცელებული ინფორმაციით, უკონტროლო ჩინური რაკეტა დედამიწის ატმოსფეროში 9-10 მაისს შემოვა. თავად ჩინეთის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რაკეტის ნამსხვრევების უმეტესობა დაიწვება და ნაკლებად სავარაუდოა რაიმე ზიანი გამოიწვიოს, პენტაგონში კი ამბობენ, რომ თვალს ადევნებს მისი მოძრაობის ტრაექტორიას.