მთავრობის შეთავაზება მიწის მოიჯარე ფერმერებს

10 მაი 2021

მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გარკვეული შეღავათები დაუწესდეთ  ფერმერებს, რომლებსაც იჯარით აღებული მიწის გამოსყიდვა სურთ.

კერძოდ, ფერმერები, რომლებსაც შედარებით მცირე მიწის ნაკვეთები იჯარით აქვთ აღებული, მის შეძენას 25%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. გადაწყვეტილება 2000-მდე მოიჯარეს შეეხება.

გადაწყვეტილების მიზანია, გაიზარდოს სასოფლო-სამეურნეო მიწის ხელმისაწვდომობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებასა და დასაქმებას.

როგორ აფასებენ გადაწყვეტილებას თავად ფერმერები?