13 მაისიდან სწავლა საკლასო ოთახებში გაგრძელდება 

11 მაი 2021

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სკოლებში სწავლა 13 მაისიდან საკლასო ოთახებში განახლდება.

11 მაისს უქმე დღეები სრულდება, ხვალ დასვენების დღეა, მოსწავლეები კი სწავლის გაგრძელებას ხუთშაბათიდან შეძლებენ.  

ასევე მუშაობას იწყებენ საბავშვო ბაღები.

''13 მაისიდან მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები, ასევე ნებადართული იქნება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა'' - განაცხადა ბრიფინგზე გიორგი ღიბრაძემ.