ქართველ მეზღვაურებს „ფესიფიქ შიპინგი“ ასაქმებს

11 მაი 2021

Eastern Pacific Shipping საქართველოს მეზღვაურთა დასაქმების ბაზარზე შემოვიდა. ქართველი მეზღვაურებით კიდევ ერთი გემთმფლობელი კომპანია დაინტერესდა. Eastern Pacific  Shipping  სინგაპურის ერთ-ერთ უმსხვილეს გემთმფლობელ კომპანიად რჩება და 123 გემით ხუთეულში შედის. 

ფლობს და მართავს კონტეინერმზიდების, მშრალტვირთმზიდებისა და ტანკერებისგან შემდგარ თანამედროვე ფლოტს.