ხვალ პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციაა

12 მაი 2021

ხვალიდან,  პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია იწყება. მოქალაქეებს დარეგისტრირება 09:00 საათიდან შეეძლებათ. პროცესი 5 ივნისს, 18:00 საათზე დასრულდება.

რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge და მას ბავშვის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი უზრუნველყოფს.