მსოფლიოში კორონავირუსისგან 140 მილიონზე მეტი პაციენტი განიკურნა

15 მაი 2021

მსოფლიოში კორონავირუსისგან 140 მილიონზე მეტი პაციენტი განიკურნა. შესაბამის მონაცემებს პლატფორმა ვოლდმეთერსსი აქვეყნებს. ამ დრომდე კოვიდ-19, 162 მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყებიდან დღემდე კორონავირუსით 3 მილიონ 300-ზე  მეტი ადამიანი გარდაიცვალა. ამ დროისთვის მსოფლიოში კოვიდ 19-ით ინფიცირების აქტიური შემთხვევების რაოდენობა 18 მილიონია.