საქართველოში 8 823 აივ ინფიცირებულია რეგისტრირებული

16 მაი 2021

2021 წლის 16 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრში რეგისტრირებულია 8 823 აივ ინფიცირებული, მათ შორის 44 ბავშვია.

სულ საქართველოში კი გამოვლენილია 119 აივ ინფიცირებული ბავშვი, რომელთაგან   30 გარდაიცვალა. აივ ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა  თბილისშია რეგისტრირებული.