85 მილიონი ევრო საწარმოების დასახმარებლად

17 მაი 2021

საქართველო მსოფლიო ბანკისგან 85 მილიონ ევროს მიიღებს. შეთანხმება ფინანსთა სამინისტროში ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტის მიხედვით, გრძელვადიან ფინანსურ რესურსს პანდემიისგან დაზარალებული მიკრო, მცირე და საშუალო ზომის საწარმოები მიიღებენ. იმავდროულად, პროექტი ითვალისწინებს ახალი, მყისიერი გადახდების სისტემის ჩამოყალიბებას, რაც საფინანსო სექტორში ინოვაციური ეკოსისტემის გაძლიერებას ნიშნავს.