ვაქცინაცია და შემსუბუქებული შეზღუდვები ამერიკაში

18 მაი 2021

ამერიკაში 15 მაისის შემდეგ სრულად ვაქცინირებულები პანდემიამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდებიან. ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების მიხედვით, მათ, ვინც ვაქცინის ორი დოზა მიიღო და ბოლო აცრიდან 2 კვირაა გასული, უმეტესად შეუძლიათ პირბადის გარეშე იყვნენ, თუმცა არსებობს გამონაკლისებიც.  ახალი რეალობა და შემსუბუქებული წესები, ამერიკის ხმის რეპორტაჟი ვაშინგტონიდან.