საარჩევნო რეფორმა - რა დარჩა სადავო?

20 მაი 2021

საარჩევნო კანონპროექტი ვენეციის კომისიისთვის გადასაგზავნად მზად არის, თუმცა ვიდრე საბოლოო დასკვნა იქნება, ოპოზიცია და უმრავლესობა ცესკოს წარმომადგენლებთან ერთად დოკუმენტში შეტანილი ცვლილებების განსახილველად  კიდევ ერთხელ შეიკრიბებიან.  დისკუსიის ერთ-ერთი მთავარი საკითხი სწორედ ცესკოს უკავშირდება.

მხარეებმა უნდა გადაწყვიტონ, მომავალ არჩევნებზე  ვინ უხელმძღვანელებს საარჩევნო ადმინისტრაციას და  ზოგადად, რა ჩანაწერია ამ საკითხზე შარლ მიშელის დოკუმენტში?