''ღია მმართველობის პარტნიორობა'' – სამოქმედო გეგმა

10 ნოე 2016

საქართველოს მთავრობამ დღეს “ღია მმართველობის პარტნიორობის” სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. გეგმა მინისტრთა კაბინეტის წევრებს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გააცნო. 2016 – 2017 წლებს სამოქმედო გეგმა რიგით მესამე დოკუმენტია, რომლითაც ქვეყნის მთავრობა 24 ვალდებულებას იღებს, მათ შორის  - გარემოს დაცვის, ჯანდაცვის, კონკურენციის, ენერგეტიკის სფეროში, ასევე მომხმარებელთა უფლებებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პროკურატურის კომპეტენციაში შემავალ თემებზე. ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებლობას სხვადასხვა უწყება აიღებს. ნოვაციაა ის რომ, პირველად ჩაერთო სამოქედო გეგმაში მუნიციპალიტეტები.