რუსეთი რუს ტურისტებს აფრთხილებს

10 ნოე 2016

რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტო ადგილობრივ  ტუროპერატორებს მოუწოდებს, ტურების გაყიდვისას თავიანთ მოქალაქეებს საქართველოში მათთვის „არსებული საფრთხეების“ შესახებ აცნობონ. ამის შესახებ „როსტურიზმის“ ხელმძღვანელის მრჩეველმა სვეტლანა სერგეევმა სააგენტო „რია ნოვოსტი“-ს განუცხადა. მისი თქმით  „როსტურიზმს“ აღნიშნული რეკომენდაციების გაწევა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ურჩია.