21 მაი 2021
თერთმეტდღიანი დაპირისპირების შემდეგ ისრაელი და ჰამასი ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. შეთანხმება დღეს, დილის 2 საათიდან შევიდა ძალაში. გამარჯვებას კონფლიქტის ორივე მხარე აღნიშნავს, თუმცა ორივე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში მზად არის საპასუხო ნაბიჯისთვის.
ოფიციალური კაიროს ინფორმაციით, ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგისთვის ორ დელეგაციას გააგზავნის. შეგახსენებთ, ისრაელსა და პალესტინას შორის თავდასხმები 10 მაისს დაიწყო, რის შედეგადაც ღაზაში 232, ისრაელში კი - 12 ადამიანი დაიღუპა.