''ქალთა ოთახი''

10 ნოე 2016, 20:00

0
გაზიარება:

ქობულეთში ახალი მუნიციპალური სერვისი “ქალთა ოთახი” ამოქმედდა.  აღნიშნულ სივრცეში ქალებს წიგნებით, ინტერნეტითა და ბავშვთა კუთხით სარგებლობა შეეძლებათ, ასევე მოეწყობა სხვადასხვა საგანმანათლებლო ტრენინგები. სერვისის შექმნის მიზანი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების აქტიური ჩართულობაა.