''შემოდგომა ქედაში - 2016''

10 ნოე 2016

ღვინის დაწურვა,  კონცერტი  და სპორტული აქტიობები - ამ წუთებში ქედაში სახალხო ზეიმს "შემოდგომა ქედაში 2016"-ს აღნიშნავენ. მოწყობილია ეთნოგრაფიული და ფოლკლორული ნამუშევრების, ასევე ტრადიციული კერძების გამოფენა.  დღესვე გახდა  ცნობილი საპატიო ქედელების ვინაობა. ღონისძიებას ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად მთავრობის წარმომადგენლებიც ესწრებიან. სახალხო ზეიმისთვის  ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6 880 ლარი იხარჯება. დღესასწაული 1994  წლიდან   აღინიშნება.