ჩინეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა - არის მსხვერპლი

21 მაი 2021

სამხრეთ ჩინეთში, იუნანის პროვინციაში 6,4 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას 2 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო 9 პირი დაშავდა.

მომხდარის შემდეგ, მეორე დონის საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და იუნანის პროვინციის ქალაქ დალიში სამაშველო ოპერაცია დაიწყო.