დავით უსუფაშვილი პარლამენტის თანამშრომლებს დაემშვიდობა

10 ნოე 2016, 20:00

0
გაზიარება:

დავით უსუფაშვილი პარლამენტის აპარატის თანამშრომლებს მომავალ შეხვედრამდე დაემშვიდობა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საკანონმდებლო ორგანოს  ეზოში შეკრებილ თანამშრომლებს სიტყვით მიმართა და პარლამენტის მუშაობაში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.