სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი

24 მაი 2021

სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე  5 ადამიანი პასუხისგებაში მიეცა. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, საქმე ეხება იმერეთში მდებარე 23 ათასი ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთს. თანხის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებაში უკვე დაბრუნებულია.

უწყების ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.