ინდოეთში გლობალური პანდემიის ეპიცენტრია

24 მაი 2021

ინდოეთი ამჟამად გლობალური პანდემიის ეპიცენტრია. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით უკვე 300 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.  ექსპერტები შიშობენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი ბევრად უფრო დიდია.  ინდოეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე  კოვიდ-19  26 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

გასული  ერთი თვის განმავლობაში ამ დიაგნოზით 100 ათასი ადამიანი დაიღუპა.

კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული მსხვერპლის მაჩვენებლით ინდოეთი, აშშ-ისა და ბრაზილიის შემდეგ, მსოფლიოში მესამე ადგილზეა, ინფიცირების შემთხვევებით კი აშშ-ის შემდეგ მეორე ადგილზე.