დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია

11 ნოე 2016, 20:00

0
გაზიარება:

მედიკოსების ინფორმაციით, 26 წლის  დაჭრილი ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.  პაციენტი  ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში რჩება და  ექიმების მეთვალყურეობის  ქვეშ აგრძელებს მკურნალობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება  ფაქტთან დაკავშირებით 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯამრთელობის განძრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 26 წლის ახლაგაზრდა, გუშინ ბათუმში  საკუთარ სახლთან ახლოს დაჭრეს.