პროტესტი სალიბაურში

28 მაი 2021

სალიბაურში მოსახლეობა ავტობანის მშენებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას და განსახლებას ითხოვენ. ამბობენ, რომ სამშენებლო პროცესის გამო სახლები დაიბზარა,  მიმდებარე  ტერიტორია დაჭაობდა და მწერები მომრავლდნენ.

აქციის მონაწილეებს რეგიონული განვითარებისა და  ინფრასტრუქტურის სამინისტროში პასუხობენ.

უწყებაში ამბობენ, რომ სალიბაურში ავტობანთან მცხოვრები ოჯახების საკითხი განხილვის ეტაპზეა.