ქობულეთის საკრებულოს სხდომა

31 მაი 2021

საკრებულოს  სხდომა გაიმართა ქობულეთშიც. დეპუტატებმა 5 საკითხი განიხილეს, განსაკუთრებული ხმაური მეორე საკითხს მოჰყვა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფლებისთვის, აჭარის ბიუჯეტიდან 836 ათასი ლარი გამოიყო. თანხა თანაბრად გადანაწილდება სხვადასხვა სოფელზე და ძირითადად ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს მოხმარდება.

ენმ-ში მიიჩნევენ, რომ პროექტი წინასაარჩევნოდ აამოქმედეს და ამით ამომრჩეველზე ზემოქმედება სურთ.