ნათია თურნავა საქართველოს ICT ასოციაციის წარმომადგენლებს შეხვდა

01 ივნ 2021

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორი ძალიან სწრაფად ვითარდება, რასაც ხელი შეუწყო ქვეყნის მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა.

უწყების ცნობით, ამის შესახებ მან საქართველოს აი-სი-თი ახლად შექმნილი ასოციაციის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აღნიშნავენ, ნათია თურნავამ შეხვედრაზე ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორის განვითარებაზე ისაუბრა და ერთ-ერთ მაგალითად, სპეციალური საგადასახადო რეჟიმი მოიყვანა, რომელიც სექტორის იმ წარმომადგენლებზეც გავრცელდა, რომლებიც „საერთაშორისო კომპანიის“ სტატუსს აკმაყოფილებენ.