რას მოუტანს ტურიზმს სახმელეთო საზღვრის გახსნა?

01 ივნ 2021

ერთი წლის შემდეგ საქართველომ სახმელეთო საზღვრები გახსნა. ტურიზმის სექტორში დასაქმებულები ამბობენ, რომ ეს ფაქტი და ზოგადად, რეგულაციების შემსუბუქება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვას, თუმცა პარალელურად საუბრობენ იმაზეც, რომ ქვეყანაში ეპიდვითარების დასტაბილურება და უსაფრთხო გარემო ტურიზმის განვითარების მთავარი წინაპირობაა.