მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 15%-ით შემცირდა

02 ივნ 2021

მსოფლიოში გასული კვირის განმავლობაში კორონავირუსით დაინფიცირების დაახლოებით  3 მილიონ 500 ათასი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.  78 000 ადამიანი კი  გარდაიცვალა, რაც წინა კვირასთან შედარებით, 15% და 7%-ით ნაკლებია. 

ახალი შემთხვევები და სიკვდილიანობის მაჩვენებელი, გასული კვირის განმავლობაში, ყველაზე მეტად ევროპისა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებში შემცირდა, თუმცა ინფიცირების მაჩვენებელი გაიზარდა აფრიკისა და დასავლეთ წყნარი ოკეანის რეგიონებში.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დაინფიცირების ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი ინდოეთშია