ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა

02 ივნ 2021

ბელარუსმა თავის მოქალაქეებს ქვეყნის დატოვება დროებით აუკრძალა, მათ შორის მათაც, ვინც სხვა ქვეყანაში ბინადრობის უფლებით სარგებლობს - ამის შესახებ BBC წერს.  გამოცემის ინფორმაციით, გამონაკლისია დაშვებული ბელარუსის სახელმწიფო მოხელეებისთვის ოფიციალური ვიზიტებისთვის და სახელმწიფო ტრანსპორტის პერსონალისთვის.

ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის მიერ წესების გამკაცრებამ საერთაშორისო აღშფოთება გამოიწვია.