პრემიერის კომენტარი ლარის კურსზე

12 ნოე 2016

ლარის გაუფასურების მიზეზებად გიორგი კვირიკაშვილმა იმპორტის ზრდა და ექსპორტის შემცირება დაასახელა.  პრემიერ-მინისტრი იმედოვნებს, რომ პროცესი  დარეგულირდება და მომდევნო თვეებში ეროვნული ვალუტა გამყარებას დაიწყებს. ლარის დასტაბილურრების მიზნით მთავრობა ეროვნულ ბანკთან ერთად ახალი რეგულაციების ამოქმედებას გეგმავს.