ხულოს იალაღებზე ტრანსპორტირება უფასოა

02 ივნ 2021

ხულოში, იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა წელსაც ამოქმედდა.  შეღავათით სარგებლობა ადგილობრივებთან ერთად  ტურისტებსაც შეუძლიათ.  პროგრამისთვის თვითმმართველობამ წელს 30 ათასი ლარი გაითვალისწინა. მოქალაქეებს ტრანსპორტი  უფასოდ  ზაფხულის ბოლომდე მოემსახურებათ.