03 ივნ 2021
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრები ამ წუთებში პარლამენტში ოპოზიციური პარტიის ლიდერებს ხვდებიან.
"სტრატეგია აღმაშენებლის", "გირჩის" წევრები და უფრაქციო დეპუტატები ევროპის დელეგაციას შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების მიმართულებით არსებულ ვითარებას გააცნობენ.
დღის განმავლობაში იგეგმება შეხვედრები სხვა საპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც.